(+995) 558 43-13-13 salesglobalcc@gmail.com

 ინფორმაცია


ნაკრები ტვირთები



თუ თქვენ ხართ კომპანია რომელსაც ტვირთი შემოაქვს ევროპიდან, მაგრამ არ გსურთ დიდი მარაგების დაგროვება „პალეტ ექსპრესი“ სწორად თქვენთვისაა. ტვირთის გრუპაჟული გადაზიდვა, იგივე ნაკრები ტვირთის გადაზიდვა გულისხმობს  ტვირთების საწყობებში შეგროვებასა და საქართველოში ტრანსპორტირებას. გრუპაჟული გადაზიდვების სტანდარტული სქემა შემდეგია: შეკვეთის დადასტურების შემდეგ ჩვენი პარტნიორი მიდის დანიშნულების ადგილას და თქვენი ტვირთი მიაქვს ჩვენს უახლოეს საწყობში, საიდანაც ტვირთი ხვდება საქართველოსკენ მომავალ მანქანაში. დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით ევროპის თითქმის ნებისმიერი წერტილიდან ტრანსპორტირების ვადა 14-16 დღეა. რა თქმა უნდა გამონაკლისები არსებობს და ამას შეკვეთის მიღებისას გაცნობებთ.
ნაკრები ტვირთების ტრანსპორტირებას ''Global Cargo Company'' უზრუნველყოფს საკუთარი საწყობებით ევროპაში, კერძოდ იტალიაში, გერმანიაში, ბულგარეთსა და პოლონეთში. საწყობების ასეთი განლაგება დიდ უპირატესობას აძლევს ჩვენ ჯგუფს, ეფექტურად განახორციელოს ნაკრები ტვირთის ტრანსპორტირება უმოკლეს ვადაში დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან (ბელგია, დანია, ჰოლანდია, პოლონეთი, საფრანგეთი, ინგლისი, ნორვეგია, ფინეთი, ესპანეთი და  პორტუგალია).   
     
 მომსახურება მოიცავს:

   - ნებისმიერი ტიპის შეფუთვის ტვირთის ტრანსპორტირებას
   - საშიში ტვირთის ტრანსპორტირებას
   - საექსპორტო დეკლარაციის მომზადებას
   - ევრო 1 სერთიფიკატის მომზადებას

საწყობების განლაგება ევროპაში:

   - გერმანია
   - იტალია
   - ბულგარეთი
   - თურქეთი
   - პოლონეთი (სატრანსპორტო სფეროში იშვიათია პოლონეთში საწყობი და ჩვენი
   კომპანია გამოირჩევა ამ უპირატესობით).
ყველა უფლება დაცულია.
დახურვა