(+995) 558 43-13-13 salesglobalcc@gmail.com

 ინფორმაცია


კომპანიის შესახებ


 კომპანია “Global Cargo Company” დაარსდა 2015 წელს, როდესაც საქართველოს ბაზარზე გაჩნდა მასიური მოთხოვნილება გამჭვირვალე და ინდივიდუალური სერვისისა. სწორედ ამ მიზნით, მრავალწლიან ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, შეიქმნა გაერთიანება, რომლის მთავარი ამოცანა იყო მაღალი ხარისხის სერვისის შექმნა კონკურენტული და ხელმისაწვდომი ტარიფებით. სანდო სერვისმა განაპირობა კომპანიის სწრაფი ზრდა რომელიც უპირველესად დამყარებული იყო და არის კომპანიის ერთგულ დამკვეთებზე.

  კომპანია "Global Cargo Company"-ს ლოჯისტიკური ჯგუფი ორიენტირებულია შესთავაზოს სანდო სერვისი და დაბალი ფასები იმპორტიორებსა და მომწოდებლებს, რომლებსაც სურთ სწრაფად, ეფექტურად, უსაფრთხოდ და მომგებიანად განახორციელონ თავიანთი ტვირთების ტრანსპორტირება. პროფესიონალი მენეჯერების, პროცესების სპეციალიზაციის და უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით, ჩვენ შევძელით მაქსიმალურად დაბალი ტარიფებისა და დახვეწილი სერვისის შექმნა. ინდივიდუალური მიდგომა თითოეული გადაზიდვისადმი კომპანიის წარმატების განმაპირობებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ჩვენ არ ვიშურებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ გავამართლოთ თქვენი მოლოდინი, დავგეგმოთ ყველაზე ოპტიმალური მარშუტები და მოვახდინოთ ტვირთების მაქსიმალურად სწრაფად და უსაფრთხოდ ტრანსპორტირება.

  ჩვენმა გუნდმა შეძლო კომპანიის დაარსებიდან დღემდე წამყვანი პოზიციის დაკავება ქართულ ლოჯისტიკურ კომპანიებს შორის და ჩვენ მზად ვართ განვაგრძოთ წინსვლა და განვითარება.

                                                         გუნდი
მარიამი რუსია
გაყიდვების დეპარტამენტი
ტელ: (+995) 598 10-70-65
ელ-ფოსტა: salesglobalcc@gmail.com
გიო ანაკიძე
ლოგისტიკის დეპარტამენტი
ტელ: (+995) 558 43-13-13
ელ-ფოსტა: salesglobalcc@gmail.com
რუსუდან დადიანი
ბუღალტერი
ელ-ფოსტა: salesglobalcc@gmail.com
ყველა უფლება დაცულია.
დახურვა